ამჟამად „მხარდაჭერის სახლი“ შინმოვლის სერვისებს გორის, დმანისისა და კასპის
მუნიციპალიტეტებში ახორციელებს, ხოლო ექთანის მომსახურების სერვისი
შესაძლებელია გამოძახებით თბილისის მასშტაბით.
-საექთნო და ინდივიდუალური მოვლა;
-სამედიცინო ზრუნვა;
-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;
-საყოფაცხოვრებო საქმიანობაში დახმარება;
-სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარება.
შინმოვლის მომსახურება განკუთვნილია 60+ ხანდაზმული ადამიანებისთვის,
რომლებსაც ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის
გამო ესაჭიროებათ საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ხასიათის დახმარება და მოვლა.
ექთნის მომსახურებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
„მხარდაჭერის სახლს“. ჩვენი წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას
მომსახურების პირობების შესახებ და გაგიწევენ კონსულტაციას შემდგომ ნაბიჯებთან
დაკავშირებით.