ვაგრძელებთ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით.
23 ივლისს დმანისის ფილიალის თანამშრომლებთან, მხარდაჭერის სახლის ახალი აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარდა ვორკშოპი.
მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგი თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია და ეფექტურად როგორ უნდა მოხდეს მისი სამუშაო პროცესში გამოყენება.