მხარდაჭერის სახლი აგრძელებს სამუშაო პროცესის გაციფრულების და გამარტივების მიზნით გუნდის წევრების გადამზადებას და მათი ციფრული უნარების გაძლიერებას.
მხარდაჭერის სახლმა თანამშრომლებს პლანშეტები გადასცა. რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია შინმოვლის გუნდის სამუშაო პროცესის გაციფრულებისა და გამარტივებისთვის.
თეთრიწყაროს, დმანისის, გორისა და კასპის მხარდაჭერის სახლის შინმოვლის გუნდებმა ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი დაურიგეს.
საქართველოში ათასობით უფროსი თაობის ადამიანი საჭიროებს ყოველდღიურ ზრუნვასა და ყურადღებას. ისინი ხშირად არიან უგულებელყოფილნი და განიცდიან სიმარტოვეს. არ აქვთ დაფასებისა და მხარში დგომის შეგრძნება საზოგადოებისგან. მათი სურვილები და გრძნობები ძირითადად ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად ყოველდღიურ საჭიროებებსაც კი ვერ უმკლავდებიან დამოუკიდებლად.
მოგეხსენებათ, ქოუჩინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს შესაძლებლობებს, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ქოუჩინგი აღძრავს ადამიანში გაცნობიერებას, შიდა სიცხადეს და მოქმედების სურვილს. იგი აძლიერებს თვითშეგნებას, პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტეს.
ნეირობიოლოგია ამტკიცებს, რომ ტვინი განვითარებას და ახალი კავშირების შექმნას მთელი სიცოცხლის მანძილზე აგრძელებს. ანუ სწავლა, ახალი პროფესიის დაწყება, უცხო ენის შესწავლა, ახალი უნარები — ყველაფერი რეალურია ნებისმიერ ასაკში. ხომ გაგიგონიათ - ,,სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,,
გახსოვდეთ, ასაკი განაჩენი არ არის და ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ ღირსეულად, იმედიანად და სრულფასოვნად.
მხარდაჭერის სახლის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2025 წლის აგვისტოდან, თეთრიწყაროსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდა შინმოვლის სერვისი.
მეტი ინფორმაციისათვის დააკლიკეთ ღილაკს “იხილეთ მეტი”.
12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანიც მიზანი იყო საზოგადოებისა და პარტნიორების ინფორმირებულობის გაზრდა პროექტის მიღწევების შესახებ და ცნობადობის ამაღლება იმ გამოწვევებზე, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები აწყდებიან სერვისების მიღებისას.
მხარდაჭერის სახლის თანამშრომლებისთვის, სასტუმრო ,,ამბასადორი კაჭრეთში,, ჩატარდა ნათია ფანჯიკიძის ტრენინგი ,,პროფესიული გადაწვის პრევენცია და მასთან გამკლავების გზები.(BURNOUT)