ENG

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — Hilfswerk International Austria-ს კონსულტანტი მონიკა გუგერელი „მხარდაჭერის სახლის“ კასპის შინმოვლის გუნდის მუშაობას გაეცნო

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — Hilfswerk International Austria-ს კონსულტანტი მონიკა გუგერელი „მხარდაჭერის სახლის“ კასპის შინმოვლის გუნდის მუშაობას გაეცნო.

ვიზიტისას მან მოინახულა ბენეფიციარები და დააკვირდა შინმოვლის სერვისის პრაქტიკულ განხორციელებას, ბენეფიციარების საჭიროებებსა და გუნდის როლს მათ მხარდაჭერაში.

გუნდთან შეხვედრისას, რომელიც გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში,  განხილვის მთავარი თემა იყო ბენეფიციარების კონკრეტული შემთხვევები და მათზე ზრუნვის პროცესში არსებული საკითხები. საუბრისას გუნდის წევრებმა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გააზიარეს, მონიკა გუგერელმა კი მათ პრაქტიკული რეკომენდაციები მიაწოდა, რაც სერვისის შემდგომ განვითარებას და გუნდის პროფესიულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც განვითარება მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ ეფუძნება და გამოცდილება უშუალოდ პრაქტიკას უკავშირდება. ავსტრიელი სპეციალისტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი შინმოვლის გუნდის პროფესიული გაძლიერებისა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეხვედრას დაესწრო კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური უფროსი დალი დავითაშვილი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ADA - Austrian Development Cooperation (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა).

ჩვენთვის ხარისხიანი ზრუნვა ნიშნავს მუდმივ განვითარებას, სწავლას და თითოეულ ბენეფიციარზე უკეთეს ზრუნვას!


 

გაზიარება:
A
A
A
a
A