ENG

ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე

29 ოქტომბერი ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, მათი ღირსების დაცვა და იმ ადამიანების დაფასება, ვინც ყოველდღიურად მათ გვერდით დგას. 

„მხარდაჭერის სახლის“ გუნდი უკვე წლებია შინმოვლის მიმართულებით მუშაობს. მისი მაღალკვალიფიციური გუნდი, რომლის საქმიანობაც ამჟამად გორის, დმანისისა და კასპის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც ხანდაზმულებზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებით არ შემოიფარგლება. ეს არის ადამიანური თანადგომის, თანაგრძნობისა და ღირსებაზე დაფუძნებული ზრუნვის გამოხატულება.

სიმბოლურია, რომ „მხარდაჭერის სახლი“ სწორედ 2023 წელს დარეგისტრირდა — იმავე წელს, როდესაც გაერომ 29 ოქტომბერი  ოფიციალურად გამოაცხადა  ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ. ამიტომ ეს დამთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ზრუნვა და ადამიანების მხარდაჭერა სწორედ ის ღირებულებებია, რომლებსაც "მხარდაჭერის სახლის" საქმიანობა ეფუძნება.

29 ოქტომბერი იმ ადამიანების დღეც არის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ხანდაზმულ ოჯახის წევრებზე. სწორდ ამიტომ არის მნიშვნელოვანი „მხარდაჭერის სახლის“ ახალი ინიციატივა - „სოციალური ექთნის“ პროექტი. მისი მიზანია პროფესიონალი ექთნის დახმარებით ოჯახის წევრებს მიეწოდოს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ ხანდაზმულ ახლობლებზე ზრუნვას გაუმარტივებს და ამ პროცესში უფრო თავდაჯერებულს გახდის.

დიახ, ზრუნვა აერთიანებს პროფესიონალიზმს, ადამიანურ სითბოსა და სიყვარულს. გილოცავთ ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს! 

ვიდეო: https://youtu.be/2rQOZxbCwCM

 

 

 

 

 

გაზიარება:
A
A
A
a
A