ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — Hilfswerk International Austria-ს კონსულტანტი მონიკა გუგერელი გორის ფილიალს ეწვია და ადგილზე გაეცნო შინმოვლის გუნდის მუშაობას. ვიზიტის ფარგლებში მან მოინახულა ბენეფიციარები და შეხვდა შინმოვლის გუნდის წევრებს.
შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული შემთხვევები, შეფასდა გუნდის მუშაობა და აღინიშნა მომსახურების მაღალი ხარისხი. მონიკა გუგერელმა გუნდს ასევე გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც შინმოვლის სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრამ გუნდის წევრების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. რეკომენდაციები მათთვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა.
ჩვენი გუნდი მუშაობს შინმოვლის ავსტრიული მოდელის შესაბამისად და მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა ცოდნის განახლებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ავსტრიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ADA - Austrian Development Cooperation (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა).
ჩვენთვის ხარისხიანი ზრუნვა ნიშნავს მუდმივ განვითარებას, სწავლას და თითოეულ ბენეფიციარზე უკეთეს ზრუნვას!