„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გრძელდება.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ მოსარგებლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, რომლებსაც ოჯახის წევრები ან მეზობლები ეხმარებიან, თუმცა მათ დამატებითი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა სჭირდებათ.
სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ავსტრიული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი მოდელი — „სოციალური ექთნის დახმარება“.
პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, მივა შესაბამის ოჯახებში და ახლობლებსა თუ დამხმარე პირებს გადასცემს იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ხანდაზმულ ადამიანზე სახლში ზრუნვისთვის.
შეხვედრაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს და პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების მქონე ხანდაზმულ ადამიანებს ზრუნვა და მხარდაჭერა საკუთარ გარემოში, ოჯახთან და თემთან ახლოს, პროფესიული ცოდნისა და შესაბამისი უნარების გამოყენებით მიეწოდოთ.
ერთად — უფრო მეტი ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის!