მხარდაჭერის სახლი აგრძელებს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გაციფრულების მიმართულებით.
16 ივნისს შედგა შეხვედრა გორის ფილიალის თანამშრომლებთან, მხარდაჭერის სახლის ახალი აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგი თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია და როგორ გამოიყენონ ეფექტურად სამუშაო პროცესში.
აპლიკაციის სრულად ამუშავებამდე, 1 თვიან სატესტო რეჟიმში, სწორედ გორის მხარდაჭერის სახლის თანამშრომლები ჩაერთვებიან.