ENG

„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გრძელდება.

ამჯერად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა კასპის მუნიციპალიტეტის მერს  ვახტანგ მაისურაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „მხარდაჭერის სახლის“ ახალი ინიციატივა — „სოციალური ექთნის“ პროექტი, რომლის დანერგვასაც ორგანიზაცია გეგმავს კასპის მუნიციპალიტეტში.

პროექტი ითვალისწინებს სოციალური ექთნის მიერ ხანდაზმულ ადამიანთა ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვის შინმოვლის საკითხებში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარებას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს „სოციალური ექთნის“ პროექტის დანერგვას და მის განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს „მხარდაჭერის სახლის“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დალი დავითაშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი თინათინ გეჯაძე, „მხარდაჭერის სახლის“ გორის ფილიალის მენეჯერი ია ზუბაშვილი. 

გაზიარება:
A
A
A
a
A