ENG

"მხარდაჭერის სახლი" გილოცავთ სვეტიცხოვლობას

„მხარდაჭერის სახლი“ გილოცავთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობას!

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა — დღე, როდესაც რწმენა, სიყვარული და იმედი კიდევ უფრო ახლოს მოდის ჩვენს გულებთან. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობას და ბედნიერ დღეებს. თქვენს ოჯახებში მუდამ ყოფილიყოს სითბო, სიყვარული და სიხარული.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს ხანდაზმულ ბენეფიციარებს, ვისთვისაც ყოველდღიური ზრუნვა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ჩვენი სითბო, კეთილი სურვილები და გულწრფელი პატივისცემა.

გვჯერა, რომ ზრუნვა მხოლოდ ყოველდღიური დახმარება არ არის — ეს არის ყურადღება, გულისხმიერება და განცდა იმისა, რომ არ ხარ მარტო, რომ ვიღაც შენზე ფიქრობს, შენი კარგად ყოფნა უხარია და შენს გვერდით დგას.

გილოცავთ ამ მადლიან დღეს! წმინდა კვართის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს! 

გაზიარება:
A
A
A
a
A