ENG

„მხარდაჭერის სახლში“ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე — „შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისი“.

ტრენინგს უძღვებოდნენ „მხარდაჭერის სახლის“ პარტნიორი ორგანიზაციის Hilfswerk International Austria-ს ექსპერტები ნიკოლ მარია ბაუერი და მონიკა გუგერელი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ამ სერვისის მნიშვნელობისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ, განიხილეს შინმოვლაში ჩართული ოჯახის წევრების საჭიროებები და გამოწვევები. ავსტრიელმა ექსპერტებმა გააზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც ოჯახის წევრების მხარდაჭერის სერვისის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ADA - Austrian Development Cooperation (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა).

ზრუნვის ხარისხი იზრდება მაშინ, როდესაც მხარდაჭერილია არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ ის ადამიანიც, ვინც ყოველდღიურად მის გვერდით დგას!

გაზიარება:
A
A
A
a
A