ციფრული სისტემის დანერგვის ფარგლებში, ამჯერად მორიგი ტრენინგი გორის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ციფრული სისტემის პრაქტიკული გამოყენების საკითხები, მისი შესაძლებლობები და ის ინსტრუმენტები, რომლებიც შინმოვლის ყოველდღიური საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს.
გაციფრულება მნიშვნელოვნად გაამარტივებს სამუშაო პროცესების მართვას, უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ და ზუსტ აღრიცხვას, საჭირო მონაცემებზე მარტივად წვდომასა და ადმინისტრაციული სამუშაოსთვის საჭირო დროის შემცირებას.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია შინმოვლის მომსახურების განვითარებისკენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.